მოგესალმებით UG მოსწავლეთა კლუბის სახელით.
2010 წელს საქართველოს უნივერსიტეტმა ჩამოაყალიბა “UG მოსწავლეთა კლუბი”, რომელიც აერთიანებს თბილისში არსებული საჯარო და კერძო სკოლების მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებს.
2011 წლის გაზაფხულზე თბილისის სკოლების ორასმა მოსწავლემ უკვე გაიარა სატრეინინგო პროგრამა, რომელიც შეეხებოდა იდეის ფორმულირებას, მის განხორციელებას, პროექტის წერას და მენეჯმენტს, კომინიკაციას და ლიდერობის უნარებს. გამოცდილებამ გვაჩვენა რომ სატრეინინგო პროგრამა საკმაოდ მისაღები აღმოჩნდა ზემოხსენბული ასაკის ბავშვებისთვის.
წარმატებული სატრეინინგო კურსის შედეგად 2011 წლის ივნისში საქართველოს უნივერსიტეტმა დატრეინინგებული მოსწავლეებისთვის მოაწყო საზაფხულო ბანაკი, დაბა კეჩხობში, სადაც იმყოფებოდა 250 მოსწავლე.
საქართველოს უნივერსიტეტი აგრძელებს UG მოსწავლეთა კლუბში მოსწავლეების მიღებას, მათვის სატრეინინგო პროგრამების ორგანიზებას და მათი იდეების განხორცილებისთვის საჭირო რესურსით მხარდაჭერას.
ასევე იგეგმება საქართველოს უნივერსიტეტის „საზაფხულო ბანაკი 2012“ -ს ორგანიზება.
თუ ხართ საქართველოს ნებისმიერი საჯარო თუ კერძო სკოლის მე-11, ან მე-12 კლასის მოსწავლე გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია, რომლის მესვეობითაც თქვენი კოტაქტები მოხვდება საინფორმაციო ბაზაში და მუდმივად მიიღებთ ინფორმაციას მოსწავლეებისთვის დაგეგმილი სხვადსხვა აქტივობნების შესახებ.
UG მოსწავლეთა კლუბის კოორდინატორი:
ნინო ჩიქოვანი
მობ.: 591992949
ელ.ფოსტა: nino.chikovani@ug.edu.ge
მის.: კოსტავას 77 ა, თბილისი
303-ე ოთახი, I კორპუსი